დეკანოზი მანქანაში ჩასვეს, პირი აუკრეს, ხელები შეუკრეს და გაიტაცეს

ანგარებით მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, საქმეში არ არსებობს პირი ვისგანაც შეიძლება ეყიდა დეკანოზ მამალაძეს ციანიდი.

ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“საქმეში არ არსებობს პირი ვისგანაც შეიძლება ეყიდა დეკანოზ მამალაძეს ციანიდი. იმიტომ, რომ არ უყიდია. ასეთი ადამიანები არათუ დაკითხული და დაკავებულები არ არიან, ბუნებაშიც არ არსებობენ. ეს არის ტყუილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამიტომ დაიხურა სხდომა.

რამდენიმე წუთი, როდესაც ღია იყო პროცესი მან მოასწრო ეთქვა საზოგადოებისთვის, როგორ მოიტაცეს. როცა მან აეროპორტის ადმინისტრაციის შენობა დატოვა და თვითმფრინავის ტრაპთან უნდა მისულიყო, უთხრეს, რომ ტრაპამდე ფეხით არ წასულიყო, მიგაბრძანებთ მანქანითო.

ჩასვეს მანქანაში, აუკრეს პირი, შეუკრეს ხელები და გაიტაცეს მანქანით. არც უფლებები განუმარტეს, არც პირადი ჩხრეკის და არც არანაირი ოქმი არ შედგენილა. მიიყვანეს პროკურატურაში და იქ უთრხეს, რომ ის ამზადებდა პატრიარქის მკვლელობას“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ქაჯები ქალაქს სტატუსს უცვლიან
შემდეგი სტატიაკუს ტბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს