დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა საპატრიარქოში მიიყვანონ

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შესაძლოა დღეს ჩვენება მისცეს, რის შემდეგაც საქმის დეტალები ცნობილი საზოგადოებისთვისაც გახდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით კი , ის შესაძლოა საპატრიარქოში გადაიყვანონ, სადაც პატრიარქს შეხვდება. რაც შეეხება ჩვენებას, როგორც ადვოკატები აცხადებენ, მას შემდეგ რაც დეკანოზი ჩვენებას მისცემს ეჭვქვეშ დადგება პროკურატურის ვერსია.

,,მამა გიორგი არღვევს დუმილის უფლებას და ის მზად არის ჩვენება მისცეს და უკვე სრულყოფილად დაიწყება მამა გიორგის დაკითხვას. ახლა თუ მივა პროკურატურა იმ დასკვნამდე ,რომ არ არსებობს დანაშაული და თუ იმოქმედებს შესაბამისად უნდობლობა აღარ იქნება, თუ შესაწყვეტია უნდა შეწყდეს ეს საქმე”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი ბართლომე: მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ის რამდენიმე მღვდელმთავარმა ინახულა
შემდეგი სტატიაშოთაძის გადადგომის მოთხოვნა – ,,ევროპულ საქართველოს”უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილის მხარდაჭერაც სჭირდება