მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი არ აპირებს ჩვენების მიცემას ვიდრე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას არ მისცემენ. ამის შესახებ განცხადება დღეს მამა გიორგი მამალაძის „მატროსოვის ციხეში“ მონახულების შემდეგ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა გააკეთა.
„მამა გიორგიმ მითხრა რომ ჩვენებას არ მისცემს მანამ, სანამ მისი ოჯახი არ იქნება უსაფრთხოდ“- განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.