დეკანოზ გიორგი მამალაძის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცესში განათლების სამინისტრო ჩართული არ არის

განათლების მინისტრის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცესში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართული არ არის.

”დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე სკოლას უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ამაში ჩართული არ ვართ, ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. საჯარო სკოლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სკოლა ისეთი ადგილია, სადაც გარდა სისხლის სამართლის ან სხვა პასუხისმგებლობისა, არსებობს ეთიკური სტანდარტები. ჩვენ გვქონდა მაგალითები სკოლებში, როცა დირექტორის საქციელი არ შეესაბამებოდა ამ სკოლის სტანდარტებს და ადმინისტრაციული წესით ვდგამთ ნაბიჯებს. ალბათ, ასეთი ლოგიკით იხელმძღვანელეს, თუმცა თავად მათ უნდა ჰკითხოთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს.

banner
წინა სტატიაშიდეისბურგში შეიარაღებულმა მამაკაცმა ბანკში მძევლები აიყვანა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევს შეხვდა