დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა დახმარების თხოვნით, საია-ს მიმართა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)ადვოკატი ლევან ვეფხვაძე მოინახულებს.

საია-ს დახმარების თხოვნით, დაკავებულის ოჯახმა მიმართა.

სხვა დეტალებზე საია-ს ადვოკატი დაკავებულთან გასაუბრების შემდეგ ისაუბრებს.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძე, რუსთავის მეექვსე დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

დაკავებული რამდენიმე დღის წინ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც მოინახულა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში 20 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატიამთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა ინტერპოლის ქართველ ოფიცერზე განხორციელდა