დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზის ინტერესების დამცველებს პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ დაკითხვა, ე.წ. მატროსოვის ციხეში 13 მარტს, 10:00 საათიდან განახლდება.
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის განახლებაზე თანხმობა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.