დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალ ადვოკატს შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს

გამომძიებელმა კატეგორიულად მომთხოვა ხელწერილის დადება გაუთქმელობის თაობაზე- ეს განცხადება, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა. ე.წ. ციანიდის საქმეზე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის უფლებადამცველი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა განუცხადა, რომ თუ ის ხელს არ მოაწერდა “გაუთქმელობის პირობას”, მაშინ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ მიუხედავად გაფრთხილებსა, ის გაუთქმელობის პირობას ხელს იქამდე არ მოაწერს, სანამ საქმის შესახებ საგამოძიებო უწყებებიდან სრულ ინფორმაციას არ მიიღებს.

”გამომძიებელმა კატეგორიულად მომთხოვა ხელწერილის დადება გაუთქმელობის თაობაზე, რაზეც მე მას უარი ვუთხარი. აღნიშნულმა პირმა გამაფრთხილა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი ხელწერილს, რაზეც ჩემს კოლეგებს აქვთ ხელი მოწერილი, ანუ გაუთქმელობის პირობაზე, მაშინ ჩემს წინააღმდეგ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. მე ხელმეორედ ვუთხარი უარი და დავუფიქსირე, რომ სანამ საგამოძიებო ორგანოებიდან მე სრულ მასალას არ მივიღებ, არ ვაპირებ არანაირი ხელწერილის დადებას გაუთქმელობის თაობაზე. მაგათ თუ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ მე უფლება არ მაქვს ბრალდებულთან ურთიერთობის, შესაბამისად, მისგან გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ ის საჯარო გავხადო, ეს მაგათი პრობლემაა. ასე რომ, ნუ ეცდებიან ჩემს დაშინებას ან შეშინებას ხელწერილებით ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად 20-მდე ხეს ამზადებენ
შემდეგი სტატიათურქეთის საზღვარზე ჩემოდანში ქალი აღმოაჩინეს – დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე