“დეიშ ალ-ფახტის” განცხადება რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ყალბია

სირიელი ჟურნალისტი კიარამ ალ-ჰამადი “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე წერს, რომ განცხადება, რომელიც “დეიშ ალ-ფახტის”-ის სახელით განვცელდა და სადაც საუბარი იყო ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის აღებაზე, სავარაუდოდ, ყალბია. მან ყურადღება გაამახვილა შრიფტებს შორის სხვაობაზე რეალურ ორგანიზაციასა და გავრცელებულ განცხადებას შორის.
ასევე, ერთ-ერთი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ტექსტის არაბული ფორმულირება არაზუსტია.

ის, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრია კარლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლომა სირიის ზომიერმა და ექსტრემისტული დაჯგუფებების კოალიცია “დეიშ ალ-ფახტმა” აიღო, დღეს ირანულმა “ალ სუმარიამ” გაავრცელა.
“დეიშ ალ-ფახტის” სახელით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩის მკვლელობა ალეპოსათვის შურისძიებაა.
კოალიცია “დეიშ ალ-ფახტი” 2016 წლის 24 მარტს შეიქმნა. მასში ზომიერი ოპოზიციის გარდა რადიკალური დაჯგუფება “ჯებხატ ფატხ აშ-შამი” შედის, რომელიც “ალ-ქაიდას” სირიულ ფრთას წარმოადგენს.

ანკარაში რუსეთის ელჩი 19 დეკემბერს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ლუკაშენკომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეცვალა
შემდეგი სტატიაბაქოში თურქი დიპლომატის 15 წლის შვილის ცხედარი იპოვეს