დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

კახეთში, დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს- ამის შესახებ ინფორმაცია “ნიუპოსტს” პარტიის ერთ-ერთ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა. ენმ-ს წევრი მომხდარში პოლიტიკურ კვალს ხედავს და აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან, თუ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქტოვობებში მიიღებენ მონაწილეობას.

“ეს დასრულდება 8 ოქტომბერს, ჩვენ წერტილს დაუსვამთ შანტაჟს და ძალადობას”- აღნიშნა მან.

როგორც შსს-ში “ნიუპოსტს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ პოლიტიკური ტორტი-“სარკო”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა