დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 10, 2018 12:22

დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ჯ.ყ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, განზრახ დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჯ.ყ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, დედაზე და ძმაზე განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს.

სამართალდამცველებმა ჯ.ყ. 2018 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 10, 2018 12:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics