დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

10 ოქტომბერს, დედაქალაქის საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციისას დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. ერთ-ერთი დაკავებული, ენმ-ს მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი კოტე იოსელიანი აცხადებს, რომ მათ არანაირი კანონი არ დაურღვევიაღ და პოლიციამ მათი დაკავებით აქციის მონაწილეების დაშინება სცადა:
„ეს არის აბსურდული ბრალდება. პოლიციამ იმ დღეს უბრალოდ სცადა, რომ დაეშინებინა აქციის მონაწილეები. მათ შეასრულეს უკანონო დავალებები და რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი ცირკი, რომელსაც დღეს ჩვენ ვიხილავთ სასამართლოში, იმიტომ, რომ გამორიცხულია, რომ პოლიციამ რაიმე მტკიცებულება წარმოადგინოს,“ – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის პუშკინის სკვერისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემის გამო მოწყობილ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წევრი და მომხრე დააკავა, მათ შორის მაჟორიტარობის ორი კანდიდატი. გამოძიება მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები მეორე დღეს გაათავისუფლეს. შსს-ს მხრიდან მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, პირველად დანიშნული განხილვა დღეისთვის გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს
შემდეგი სტატიაამერიკელი კონგრესმენები : საქართველოს მთავრობის ზოგიერთ სტრუქტურაში ჯერ კიდევ შემორჩენილია კორუფცია