დედაქალაქის მერის დავით დარმანიას იმპიჩმენტს და მისი მოვალეობის შემსრულებლად ლაშა აბაშიძის დანიშვნას პროგნოზირებს “ქრონიკა+-ის რედაქტორი ელისო კილაძე

https://youtu.be/EYLfxiWNMJs

kiladzeდედაქალაქის მერის დავით დარმანიას იმპიჩმენტს და მისი მოვალეობის შემსრულებლად ლაშა აბაშიძის დანიშვნას პროგნოზირებს “ქრონიკა+-ის რედაქტორი ელისო კილაძე.
ჟურნალისტი თვლის, რომ დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერის პოსტზე თავისი დრო ამოწურა და “ქართულ ოცნებას” ის როგორც ლოდი ისე აწევს ”

,,ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ რომ დავით ნარმანიამ, როგორც თბილისის მერმა თავისი დრო ამოწურა, ის არის უბრალოდ გირი და ლოდი “ქართული ოცნებისთვის”. დედაქალაქში კატასტროფული სიტუაციია შექმნილი, რაც არ უნდა იძახოს ღარიბაშვილმა, რომ იმაზე მეტი გზები დავაგეთ, ვიდრე “ნაციონალებმაო”, ვხედავთ გარეთ რა ხდება. მერი სრულიად არაადეკვატურ კომენტარებს აკეთებს, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშრებით, ამიტომ ბუნებრივია , რომ “ქართული ოცნება” ფიქრობს, როგორ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. მე ვიცი, რომ განიხილება ერთ-ერთ ვერსიად ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი და დღის წესრიგში დგას, ლაშა აბაშიძის მიერ მოვალეობის შესრულება, ანუ როგორმე, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც მიიტანონ ეს სიტუაცია, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მორალური ასპექტი.

ნარმანია ჩვეულებრივი, რიგითი, ნორმალური ეკონომისტი, რომელიც თავის დროზე ლევან თარხნიშვილის ბუღალტრად მუშაობდა და ასე დაიწყო, თავისი კარიერა, მას ივანიშვილმა მიანიჭა ის როლი ამ თავის აბსურდის თეატრში, რომელი როლის შესრულება, მის ძალებს აღემატებოდა. ის არის მსხვერპლი რეალურად, იმიტომ, რომ დააჯერეს, რომ ის არის არჩეული მერი დედაქალაქის, მერე რა რომ მეორე ტური გახდა ამისთვის საჭირო და მან ეს როლი უბრალოდ ვერ მოირგო. ამიტომ მე ნარმანიაზე უფრო მეტად, იმ ადამიანის პასუხისმებლობის საკითხს ვხედავ ამ საქმეში, რომელმაც ეს კანდიდატურები შეაჩერა, პრეზიდენტზე გვითხრა, რომ მისი ბიოგრაფია წაკითხული არ ჰქონდა და გვაიძულა, რომ 62%- ით აგვერჩია. ნარმანიაზე გვიმტკიცებდა, რომ ის არის ძალიან კარგი ადამიანი და იქნება წარმატებული მერი და აღმოჩნდა, რომ არ გაამართლა. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ქართუში ხედავს საკადრო სათადარიგოს სკამს და იმის იქით ქვეყანაში რა ხდება არ იყურება, ის გახლავთ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში და ცხოვრობს მის გამოგონილ საქართველოში, რომელსაც ჰქვია ამ წუთას შუშის სასახლე, ამიტომ, უფრო ტრაგიკულად ვუყურებ მე ამ მოვლენას, ვიდრე არის ნარმანიას იმპიჩმენტი და მისი კარიერის ამ ეტაპზე დასრულება, იმიტომ, რომ ივანშვილის გაუზარებელმა საკადრო პოლიტიკამ აქცია ეს ადამიანები მსხერპლად და მიიყვანა ქვეყანა და ქვეყნის დედაქალაქი ამ კატასტროფულ სიტუაციაში. მე არ გამოვრიცხავ, რომ ნარმანიას იმპიჩმენტი მოხდეს და მოხდეს სწორედ ბიუჯეტის არ დამტკიცების გამო”,-განაცხადა ელისო კილაძემ.

წყარო

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა:ქვეყანა სადაც კონსტიტუცია ფეხებზე კიდია პრემიერ-მინისტრს, ქვეყანა არ არის, ჯუნგლებია!!!
შემდეგი სტატია73 წლის ჯოზეფ ბაიდენს ბარაკ ობამა დაბადების დღეს ულოცავს