დედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა

დედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და უშუალოდ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაიწყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, თბილისის მერია აღნიშნულ გეგმას 18 თვის თავზე ელოდება.
“ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმისთვის საჭირო ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულებულია და დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩვენ ყოველ კვარტალურად ჩავიბარებთ ანგარიშს და ინფორმაციას. გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით მერიაში უკვე შექმნილია შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს ზედამხედველობას გაუწევს. ჩვენ ველოდებით, რომ 18 თვის თავზე გვექნება სიცოცხლისუნარიანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქალაქში უბნების მიხედვით სად იქნება რეკრიაციული ზონები და დაუშვებელი მშენებლობა, სად იქნება ინტენსიური განაშენიანების ზონა, სად იქნება შედარებით ნაკლები განაშენიანება, ასევე როგორი იქნება ტრანსპორტის მოძრაობა და ა.შ. ასე რომ საკმაოდ ბევრი მიმართულებით დატვირთული დოკუმენტი უნდა იყოს”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია ქართველ ხალხს გიორგობას ულოცავს
შემდეგი სტატიაკემერონი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის საფრანგეთში ჩაფრინდა