,, დედა მოვტ…ან ამათი, სუყველასი…ახლა ქირქილებენ ამ ამბავზე და მაშინ ჩაჯმულები იყვნენ”

სოსო ჯაჭვლიანი ბიძინა ივანიშვილს საგაზეთო ფურცლებიდან მიმართავს და “რესპუბლიკელებთან” დაკავშირებული მოვლენების გამო სთხოვს, ანგარიში გაუწიოს არა ბერძენიშვილებს, არამედ მათ, ვინც “ოცნებაში” პირველივე დღიდან არის. ჯაჭვლიანი “ყოველკვირეულ ალიასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში სამართლიანობაა აღსადგენი და ის პროცესები, რასაც ამომრჩეველი ითხოვს ბოლომდეა მისაყვანი:

“ჩვენ, ყველა, ბრძოლას გავაგრძელებთ, როცა ბატონი ბიძინა გამოჩნდა და თავი გადავდეთ, მაშინ არავინ ჩანდა, უკუნეთი იყო. ვიბრძოდით და მაგრად გვეკიდა ერთ ადგილას სააკაშვილის რეჟიმი და შენ ძალიან კარგად იცი, როგორ მეკიდა…და ზოგიერთებს იცით, ახლა რა მიაჩნიათ სასაცილოდ? მერაბ შათირიშვილი, ლუკა კურტანიძე და მე რომ წამოვედით ჯაჭვებით დასავლეთიდან სამებამდე ფეხით ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, 260კმ-ში ოთხი კაცი ვერ შევკრიბეთ, დედა მოვტ…ან ამათი, სუყველასი…ახლა ქირქილებენ ამ ამბავზე და მაშინ ჩაჯმულები იყვნენ. მე ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, მივმართავ ბატონ ივანიშვილს, რომ ამ ადამიანებს ანგარიში გაუწიოს, ბერძენიშვილებს და მათ მსგავსებს ჩვენს თავმოყვარეობას ნუ გაასრესინებთ. მართალია, ვერავინ ვერავის გასრესს, მაგრამ სიმართლე არის ერთი, როცა შენ შედიხარ ბრძოლაში და შემდეგ, სურთ თავლაფდასხმული გაგტყორცნონ, ეგ ამბავი არ გამოვა. ჩვენ ვართ “ქართული ოცნების” წევრები და წევრებად ვრჩებით მანამდე, სანამ ამ ბრძოლას არ დავამთავრებთ. სამართლიანობაა აღსადგენი, ეს ნარჩენებია გასატანი და პროცესები, რაზეც პრეტენზია აქვს ამომრჩეველს, ბოლომდეა მისაყვანი.” აცხადებს ჯაჭვლიანი

banner
წინა სტატიაშიკოლუმბიელმა სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის – 8 ტონა კოკაინი დააკავეს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ კაბელების საქმის განაჩენის შესწავლას აპირებს