დე-ფაქტო აფხაზეთი მონაწილეობდა საბერძნეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

დე-ფაქტო აფხაზეთი მონაწილეობდა საბერძნეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

afdsსაბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიხსნა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა «GREEK TOURISM EXPO», რომელშიც მონაწილეობს 120-ზე მეტი ტურისტული კომპანია და „პროფესიონალური მყიდველები“(hosted bayers) ამერიკიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ევროპის და ბალკანეთის ქვეყნებიდან.
არაღიარებულ აფხაზეთის რესპუბლიკას წარმოადგენს დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
„ჩვენი რესპუბლიკის აღიარების შემდეგ პირველად ვღებულობთ მონაწილეობას ამ გამოფენაზე საბერძნეთში. ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ბერძნები ყოველთვის ცხოვრობდნენ აფხაზეთში და ეხლაც ბევრნი არიან. მეტიც, ბერძნებმა დაარსეს ქალაქები სებასტოპოლისი, პიტიუსი, დიოსკურია, ამიტომ ჩვენ სიხარულით მივიღეთ მათი მოწვევა. ამავე დროს ჩვენ არ შეგვეძლო გაგვეშვა ხელიდან შესაძლებლობა, მსოფლიო დონეზე წარმოგვეჩინა აფხაზეთი“ – თქვა დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გენადი გაგულიამ.

ლამაზად გაფორმებულ დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პავილიონს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. ადამიანები ინტერესდებოდნენ არა მხოლოდ ჩვენი ტურისტული პოტენციალით,თუ რა შეგვიძლია შევთავაზოთ, არამედ სიამოვნებით მიირთმევდნენ ჩვენს ღვინოებს, არაყს, შებოლილ ხორცს და ყველს, ასევე აფხაზეთში მოყვანილ თაფლს, თხილს, აქ დამზადებულ აჯანჯუხს, მშრალ ხურმას, აჯიკას. ინტერესი გამოიწვია სუვენირებმაც – დეკორატიულმა თეფშებმა, თიხის დოქებმა, მაგნიტებმა. დიდი პოპულარობით საგებლობდა ბეჭდვითი პროდუქცია – ბუკლეტები სამ ენაზე, მათ შორის ბერძნულზე, ჟურნალები, ბარათები. განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობდნენ პალატის თანამშრომლები ინარა დაუროვა, თამილა მერცხულავა და მარია კაცუბა აფხაზურ ნაციონალურ ტანსაცმელში: სტუმრები ითხოვდნენ მათთან სურათების გადაღებასდა გვეკითხებოდნენ, სად შეიძლება მათი ყიდვა.

დე-ფაქტო აფხაზეთი მონაწილეობდა საბერძნეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
„ეს საკმაოდ ძვირად ღირებული ღონისძიება არის, განსაკუთრებით, ვალუტის კურსის გაძვირების გამო. ჩვენ მხოლოდ 300 კგ ტვირთი გვქონდა თან, მაგრამ მიუხედავად სიძნელეებისა და ხარჯებისა, ჩვენ მომავალშიც მივიღებთ მონაწილეობას ყველა გამოფენაში, რომელზეც დაგვპატიჟებენ“ – განაცხადა გენადი გაგულიამ.
მანვე აღნიშნა, რომ მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული გამოფენებში სერბიაში, გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში, ყირგიზტანში, რაც აუცილებელია ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის.
„სულ ეხლახან სოხუმში ჩატარებულმა გამოფენამ აფხაზეთის ტურიზმზე და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, რომელიც მიეძღვნა რუსეთ-აფხაზეთის საქმიან ფორუმს, იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ იქნებ აფხაზეთში მოვაწყოთ საერთაშორისო ტურისტული გამოფენა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქვეყანა დათანხმდება ჩვენთან ჩამოსვლას არა მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად, არამედ ქვეყნის უკეთ გაცნობისთვის“ – თვლის პალატის პრეზიდენტი გაგულია.

banner
წინა სტატიაშიავიაგადამზიდავი კომპანიები ტოვებენ რუსეთს
შემდეგი სტატიავაშლის ძმარი ფიბრომებს აცილებს