დაზარალებული მოვაჭრეები ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან

მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლებენ. „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრების მსვლელობა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ უკვე დაიწყო. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პრობლემების გადაჭრის რეალური შეთავაზება ჯერ არ მიუღიათ. აქციას ორგანიზატორი “ადვოკატთა ასოციაციაა”.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, უნდა დაითვალოს და ანაზღაურდეს დაზარალებულების ზარალი და დაუწესდეთ სხვა შეღავათები, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები უფრო მასშტაბური გახდება.

banner
წინა სტატიაშიდემონტაჟის მერე შიგნით რამე დარჩება? – მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში შესვლას ითხოვენ
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს