დაზარალებულებს 2010-2011 წლებში ჩამორთმეული ხუთი ავტომობილი დაუბრუნდათ

დაზარალებულებს 2010-2011 წლებში ჩამორთმეული ხუთი ავტომოილი დაუბრუნდათ. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მოქალაქეებს დაუბრუნდათ ავტომობილები და ეს საკითხი დღეს ჩვენ გამოვიტანეთ. ხუთი ერთეული ავტომობილის დაბრუნებაზეა საუბარი, მათგან ოთხი არის “ჰიუნდაი სონატა” და ერთი არის “ჰიუნდაი აიქს 35″. ეს ავტომობილები 2010- 2011 წლებში ჩამოართვეს ზეწოლის შედეგად ფიზიკურ პირებსა და მათ ოჯახებს. ეს დაადგინა პროკურატურამ, დაზარალებულად ცნო”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობების დატოვებას მომავალ კვირაში გადაწყვეტენ
შემდეგი სტატიათეთნულდზე საბაგიროს მშენებლობა გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელდება