დავით ზურაბიშვილმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის გამოსვლას ლექსი მიუძღვა

VASADZE,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის გამოსვლას ლექსი მიუძღვა.
,,სიტყვა თქმული ავენტინური ტრიადის პლებეურ ცრუღმერთ ლიბერის მიმდევარ რესპისა მიერ, კაბელების საქმის განაჩენისა და მსოფლიო საოჯახო კონგრესის X პლენარულ სხდომაზე რაინდის სიტყვის შთბეჭდილებებისა კვალად.

ჩვენი ცხოვრება რა არი?

ლელობურთული ზმნა არი.

გაგორებული სამართლის

აგორებული ქვა არი.

უდაბნოს შინა სიმართლის

მღაღადებლისა ხმა არი.

დანაცქოცქუცმაცებულთა

კბენა, ღრენა და სხმა არი.

პროქართველ პრორუსებისა

პროევროპული გზა არი.

ალესილ ტაბურეტკების

გულთგონთთავტრაკში რტყმა არი.

მიპოვეთ სადმე სადარი,

სხვა საქართველო სად არი? „ – წერს დავით ზურაბიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“ევროვიზიის” ორგანიზატორები კონკურსის შედეგების გადახედვის მოთხოვნით პეტიციას განიხილავენ
შემდეგი სტატიასაქართველოს აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერს სომხური სეპარატიზმის შეჩერებისკენ მოუწოდა