დავით ზურაბიშვილი: სახელმწიფო კი არა “შარაშკინა კანტორაა”

“ასეთი გამოტვინება პროკურატურის, სასამართლოსი და ზოგადად ხელისუფლების, რაც სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზეა, არც ვიცი რას მივაწერო. ისე იქცევიან, თითქოს პირადად ბიძინა ივანიშვილი იყოს ამ ბავშვების მკვლელი, მის გამოძვრენაზე ჩალიჩობდნენ და ამით უნებურად უთხრიდნენ ძირს.

თვითონ ის კი, რომელიც უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში დაატარებს ხეებს აქეთ-იქით, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენს, რომ მთელი ეს უბედურება საბოლოო ჯამში სწორედ მას ბრალდება და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან სასამართლოც მისია პირადად, პროკურატურაც, სუსიც, მუსიც და საერთოდ ეს სახელმწიფო კი არაა, “შარაშკინა კანტორა”-ს რომ იტყვიან რუსები, უფრო იმას ჰგავს-წერს დავით ზურაბიშვილი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა.

მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.

„ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგარამ გამართლდა სარალიძესთან მიმართებაში, მეორე ბრალდებული ცნობილი, იქნა დამნაშავედ დავით სარალიძესთან მიმართებაში ხოლო გამართლდა ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში“-აცხადებს ზაზა სარალიძის ადვოკატი.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

 

https://youtu.be/rlsCrcCRUR8

 

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაფაქტობრივად, დათო სარალიძის მკვლელი დადგენილი არ არის – ლევან დადუნაშვილის ადვოკატი