დავით ზურაბიშვილი: თეთრი ძაფით ნაკერი საფრთხეები დასავლეთში არ პრავდება

zurabishvilრესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი გუშინ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. ფარული ჩანაწერში, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები არჩევნებში წაგების შემთხვევაში რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
“მიშა სააკაშვილს რომ ე. წ. რევოლუციური სცენარისკენ მიუწევს გული და მავანი და მავანი ეგზალტირებული ნაცნი მხარს უბამენ, კარგა ხანია ცნობილია. ასევე ცნობილია ისიც, რომ არც საზოგადოებაშია რევოლუციური განწყობები თუ ორთოდოქს ნაცთა რადიკალურ ნაწილს არ ჩავთვლით, და, არც არანაირი რეალური რესურსი ნაცებს რევოლუციისთვის და გადატრიალებისთვის არ გააჩნიათ.

რანაირად შეიძლება მოხდეს რევოლუცია ან გადატრიალება დღეს საქართველოში? პასუხი არის უმარტივესი: რევოლუცია შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გამოდის ხელისუფლების წინააღმდეგ. სამხედრო გადატრიალება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ხელისუფლების წინააღმდეგაა ძალოვანი სტრუქტურების რაღაც ნაწილი მაინც. სხვანაირად გამორიცხულია: იქ, სადაც ჯარი, უშიშროება, პოლიცია და სპეცრაზმები ხელისუფლებას ემორჩილება, ყოველგვარ გადატრიალებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სერიოზული მსჯელობა ნაცების მიერ რევოლუციისა თუ გადატრიალების მოწყობაზე, უკიდურესად არასერიოზულია. მეორეს მხრივ, თუკი ვთქვათ ნაცმოძრაობა სიტუაციის გამწვავების მიზნით მართლა გეგმავდა რუსთაველზე კარვების გაშლას, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას და სხვა მსგავსი ტიპის ქმედებებს, ანუ არსებითად იმეორებდა 2009 წლის კარვების აქციას, ეს ხელისუფლებისთვის პირდაპირ მისწრება იქნებოდა, რადგან ნაცმოძრაობის სერიოზული დისკრედიტაციისა და გაკოტრების გარდა (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ) ასეთი აქციები ვერაფერს ვერ მოიტანდა. ხომ წარმოგიდგენიათ თბილისელების ალალი რეაქცია, სამი თვე ნაცების მიერ კარვებით ოკუპირებულ რუსთაველზე რომ მოუწევდათ გასეირნება? აი ხალხის რისხვა მაშინ გენახათ და ეს ნამდვილად არ იქნებოდა სადღობელაშვილის და გაბედავას უნიჭო იმიტაციების მსგავსი” (სტილი დაცულია-რედ) – წერს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი.

დავით ზურაბიშვილის აზრით, საერაშორისო საზოგადოება ფარულ მოსმენებს არ “გააპრავებს”: “ასე, ამგვარად, ხელისუფლების ინტერესებში თითქოსდა არანაირად არ უნდა შედიოდეს ნაცების დადანაშაულება დესტაბილიზაციის და გადატრიალების მცდელობაში, რომ არაფერი ვთქვათ ფარული ჩანაწერების წაღმა-უკუღმა ტრიალზე. ამით ხომ ხელისუფლება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ის ცდილობს ნაცმოძრაობის განადგურებას და ფარულად უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს? არანაირ სხვა დასკვნას ამ სკანდალებიდან საერთაშორისო საზოგადოება არ გამოიტანს და თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ამ სისულელეს ინგლისურ-კომპიუტერულად მას კვირიკაშვილი, ჩუგოშვილი და K` გაუპრავებს სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის მომიზეზებით, ძალიან ცდება. ამას ვერავინ ვერ გააპრავებს, იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ ასეთი თეთრი ძაფით ნაკერი საფრთხეები დასავლეთში არ პრავდება”.

პოლიტიკოსი, სვამს სეკითხვას: “მაშ რაშია საქმე? რატომ მიდის ხელისუფლება საკუთარი ინიციატივით და საკუთარი თავის საზარალოდ პოლიტიკური დაპირისპირების ასეთ ესკალაციაზე?” დ აპასუხობს: “რატომ მიდის და ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული კახი კალაძით დამთავრებული ოცნების მთელ ლიდერშიფს ქართველი ხალხი ერთი დიდი კოლექტიური ასავალ-დასავალი ჰგონია და ფიქრობენ, რომ ამ ჰეროკრატიული რიტორიკით და “ნაცები – სატნები!” ყიჟინით ზღვა ამომრჩეველს მოიზიდავენ, და აგრეთვე იმიტომ, რომ დღეს ქართულ ოცნებაში პარადი მიჰყავთ თუ შეიძლება ასე ითქვას, შევარდნაძის ხელისუფლების სექენდჰენდებს: ძველი კორუმპირებული ნომენკლატურის მეორე და მესამე ეშელონის არცთუ გამორჩეულ წევრებს, რომელთაც მომსახურე პერსონალად ძირითადად ნაცმოძრაობიდან პორტირებული სექენდჰენდი აქტივისტები ჰყავთ. ესაა ის ხალხი, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკური პიარის და პროპაგანდის ანაბანაზე და მართლა (მართლა!) ჰგონიათ, რომ კაკო ბობოხიძის ორასი ხონელი ისეთ სერიოზულ პრობლემებს შექმნის, რომლის მსგავსს სამასი სპარტელი ვერ უქმნიდა ქსერქსეს თერმოპილის ვიწრობებში.

დიახ, საქმეც იმაშია, რომ მათ, ე. წ. კოლექტიურ ოცნებას, ანუ ნაცურად რომ ვთქვა, საქოცეთს, მართლა ჰგონია, რომ 2003 წელს ვარდების რევოლუცია რევოლუცია კი არ იყო არამედ ნაცების პროვოკაცია, რომ სანდრა ჰყიდდა თირკმელებს და საშვილოსნოებს, რომ ციხეებში წამების და გაუპატიურების ვიდეოჩანაწერებს მიშა და მისი გარემოცვა ნახულობდა და მერე განსაკუთრებით სადისტურ სცენებზე სიამოვნებით კრუტუნებდნენ და რომ ამერიკამ თავს მოგვახვია ამ მანიაკებთან ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია.

ცხადია, ასეთ დამოკიდებულებას საბოლოოო ჯამში აუცილებლად მივყავართ ნაცმოძრაობის მართლაც მძიმე ავტორიტარული რეჟიმის გალაითებისკენ, მაგრამ ზემოხსენებულ საქოცეთს სად შეუძლია ამხელა, როგორც ბ-ნი ბიძინა იტყოდა, ანალიზში შესვლა?

თუმცა, როგორც ჩანს, ამხელა კი არა პოლიტიკური პროცესების ანალიზი თვითონაც ფრიად უჭირს, თორემ ასეთ ელემენტარულ შეცდომას, რომლის წყალობითაც ხელისუფლება ვერაფერს იგებს ქვეყნის შიგნით და ძალიან ბევრს აგებს ქვეყნის გარეთ, არ დაუშვებდა.

თუმცა, როდესაც მთელი საქართველო ერთი დიდი კოლექტიური ასავალ-დასავალი გგონია, მაშინ კი, მაშინ ჰო. ჩვენ, სამ თუ ნოლსამ პროცენტიანებს რა გვესმის ეს ამბავი?

მოკლედ, ეგაა” – ასე ასრულებს პოლიტიკოსი თავის ვრცელ “ფეისბუქ” პოსტს.

banner
წინა სტატიაშიმექსიკაში სამი მშობლისგან პირველი ბავშვი გაჩნდა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა: ჩანაწერები, რომელიც გამოქვეყნდა ნაციონალური მოძრაობის გეგმების შესახებ არის სპექტაკლი