დავით ზურაბიშვილი : ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ პირველ ტურში ვერ მოიგებენ ბევრ ადგილას, ეს უკვე პროგრესია

ოპოზიცია ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება. თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მათ ძალიან გაუჭირდებათ არა მხოლოდ პირველ ტურებში, არამედ მეორე ტურებში წარმატების მიღწევა.

“ეს პროგნოზირებადი იყო, არ აქვს დღეს ქართულ ოცნებას იმგვარი რეიტინგი და მათ ვერ წარმოადგინეს იმგვარი კანდიდატები, რომლებიც მაღალი ნდობით სარგებლობენ საზოგადოებაში და მათ ძალიან გაუჭირდებათ, არა მხოლოდ პირველ ტურებში, არამედ მეორე ტურებში წარმატების მიღწევა,“ – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრის დავით ზურაბიშვილის თქმით, ქართული ოცნება მეორე ტურშიც ვერ მოიგებს და ეს ფაქტი აცდენილია რეალობას.

“პროგრესი არის აშკარად იმიტომ, რომ თავიდან ამბობდა, რომ საერთოდ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგებდნენ, მაგრამ მან აღიარა, რომ პირველ ტურში ვერ მოიგებენ ბევრ ადგილას ეს უკვე პროგრესია. რაც შეეხება იმას, რომ მეორე ტურში მოიგებენ, ეს აცილებულია რეალობას,“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერის დავით ჯანდიერის თქმით, მეორე ტური ძალიან ბევრ ოლქში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის თქმით, მან არ იცის ოცნების მაჟორიტარობის რამდენი კანდიდატი მოიგებს პირველ ტურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც მეორე ტურში გავა, გაიმარჯვებს.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზვარეში გაფიცული მუშები შიმშილობის დაწყებას აპირებენ
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი : ბევრ მაჟორიტარულ ოლქში ჩვენ გავიმარჯვებთ პირველ ტურში