დავით ჟვანია – მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო კამპანიისას მილიონ დოლარზე მეტი მივეცი

უკრაინის უმაღლესი რადას სახელმწიფო აღმშენებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჟვანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო კამპანიას აფინანსებდა. ამის შესახებ მან “უკარაინსკაია პრავდას” განუცხადა.
“სააკაშვილს დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე. მას ჯერ კიდევ მაშინ ვეხმარებოდი, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა. ჩვენ საუკეთესო ურთიერთობები გვქონდა”, – აღნიშნა ჟვანიამ.
კითხვაზე, თუ როგორ ეხმარებოდა სააკაშვილს, ჟვანიამ განმარტა, რომ ეს დახმარება ყველაფერს მოიცავდა. “დაწყებული ფინანსურიდან, პირდაპირი მხარდაჭერით დამთავრებული. ეს ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყო, მანამდე ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა. მილიონ დოლარზე მეტი მივეცი საპრეზიდენტო კამპანიისთვის”, – განაცხადა ჟვანიამ.
კითხვაზე, რამდენად მომგებიანი იყო მისი ეს ინვესტიცია, ჟვანიამ აღნიშნა, რომ მოგვიანებით მის მიერ ამ კამპანიაში ჩადებული სახსრები უკან დაუბრუნეს. “მე ამ სახსრების უკან დაბრუნება არ მითხოვია, მაგრამ ფული უკან დამიბრუნეს”, – განაცხადა ჟვანიამ.
სააკაშვილის შესაძლო პრემიერმინისტრობის შესახებ საუბრისას ჟვანიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ შეუძლია იყოს პრემიერმინისტრი, რადგან უკრაინის პრემიერმინისტრი უკრაინელი უნდა იყოს. მისი თქმით, სააკაშვილის პრემიერმინისტრობა ეს იქნება არაადეკვატური, პოლიტიკურ მოედანზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა InformNapalm-მა ქართულ არმიას კლიპი მიუძღვნა… (VIDEO)
შემდეგი სტატიაგავათავე თქვენთან ურთიერთობა…-გოგი თოფაძემ “იბერიის” ეთერი პროტესტის ნიშნად დატოვა (+ვიდეო)