დავით უთმელიძე ბუდაპეშტის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს
მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, წინასაარჩევნო კამპანიის
ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, იგი
ბუდაპეშტის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ გუნდის
მიერ უკვე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ
ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრაზე მოსულ თითოეულ ადამიანს.
თქვენი თანადგომა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს
და ამავე დროს, უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. მინდა გითხრათ, რომ
თქვენი ხმა გადამწყვეტია! ამიტომ, გთხოვთ, მოდით არჩევნებზე და
დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – მიმართა ამომრჩეველს ურთმელიძემ
banner
წინა სტატიაშიშსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შემდეგი სტატიაბათუმში, საცხოვრებელ კორპუსთან მამაკაცის გვამი იპოვეს