დავით უსუფაშვილმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა 28 ივნისს სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, კოლეგას, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, ისმაილ ქაჰრამანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„გამოვხატავ ღრმა მწუხარებას სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში გასულ ღამეს მომხდარი შემზარავი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელმაც 40-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალ ადამიანს ტკივილი და ტანჯვა მიაყენა.

ეს შოკისმომგვრელი შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს და საერთო ძალისხმევა მიმართოს ტერორიზმის დასამარცხებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობარ თურქ ხალხს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და თანავუგრძნობთ ამ შემზარავი შემთხვევის გამო დაზარალებულთა ოჯახებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაში,,ტეროტირზმს სარწმუნოება არ აქვს, იგი უსახოა“ – ილია მეორე კონსტანტინოპოლის პატრიარქს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიაკერმა ბრიტანეთის ევროკავშირში დატოვების საშუალება იპოვა