დავით უსუფაშვილმა ალექსი პეტრიაშვილი მოინახულა

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ელოდება, როდის შეხვდება გამომძიებლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ალექსი პეტრიაშვილის პალატიდან გამოსულმა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

მისი თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” იმედოვნებენ, რომ გამოძიება ძალიან სწრაფად დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას.

“მქონდა საშუალება ალექსი პეტრიაშვილთან მესაუბრა მომხდარ ფაქტზე. კიდევ ერთხელ შევძრწუნდი, რამხელა ცინიზმით იყო ჩადენილი ეს საზიზღარი დანაშაული. ალექსი პეტრიაშვილიც ელოდება როდის შეხვდება გამომძიებლებს და სრულ, დეტალურ აღწერას მიაწოდებს მომხდარი თავდასხმის და მკვლელობის მცდელობის შესახებ”, – განაცხადა ალასანიამ.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ინფორმაციით, წუხელ ალექსი პეტრიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მოინახულა.
ირაკლი ალასანიამ დავით უსუფაშვილს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც გუშინ მოინახულა პეტრიაშვილი. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა საერთაშორისო ლიდერებს, ვინც გვეხმიანება, მათ შორის ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს. ეს მართლაც საერთაშორისო დონეზე აყვანილი კრიმინალური საქმეა, რომელიც უნდა გამოიძიონ სამართალდამცველებმა, რადგან ქვეყნის იმიჯისთვის იქნება მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე ჟურნალისტებს – დაგიმტვრევთ მაგ აპარატურას
შემდეგი სტატიაექიმის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს სავარაუდოდ 3 დღეში გაწერენ