დავით უსუფაშვილი: უშიშროების საბჭოზე განვიხილეთ არსებულ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმები

news
: news დეკემბერი 4, 2015 21:34

დავით უსუფაშვილი: უშიშროების საბჭოზე განვიხილეთ არსებულ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმები

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოზე 4 საათის განმავლობაში იყო ძალიან სერიოზული მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო აღმშენებლობის საკითხებზე.
როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეს ყველაფერი იხილებოდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, იმიტომ, რომ ვითარება საკმაოდ დინამიურია, ცვალებადია.
“უშიშროების საბჭოზე განხილული იქნა ქვეყნის თავდაცვის კონკრეტული მიმართულებები და არსებულ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმები. რამოდენიმე საკითხზე ჩვენ მივეცით რჩევები ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს და უკვე პრეზიდენტის აქტით გაფორმდება სათანადო გადაწყვეტილებები. ეს არის არსებულ საფრთხეებზე, გამოწვევებზე ქვეყნის თავდაცვის კონკრეტული მიმართულებები და გეგმები. ამასობაში არის საკითხთა წრე, რომელზეც მსჯელობა გაგრძელდება, იმიტომ, რომ ცალეკული თემები დასამუშავებელია სამხედრო უწყებების მიერ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სხდომაზე ასევე ისაუბრეს შეიარაღებული ძალების თავდაცვის საშულებების მდგომარეობის თაობაზეც. “საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა იყო და იმედი მაქვს რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს იმ რჩევებს, რაც უშიშროების საბჭოს წევრებმა მას მისცეს ამ კონკრეტულ საკითხებზე”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, თუ აქვს ინფორმაცია რატომ არ დაესწრო პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მიზეზი არ იცის და უმჯობესია ეს პრემიერ-მინისტრს ვკითხოთ.

news
: news დეკემბერი 4, 2015 21:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics