დავით უსუფაშვილი: თუ უშიშროების საბჭოს სხდომაა და თუ ცოცხალი ვარ, მე მგონი ქვეყანას სჭირდება გაფრთხილება

უშიშროების საბჭოს სხდომა 14 საათისთვის არის დაგეგმილი. მთავარი განსახილველი საკითხი ნატოს ვარშავის სამიტი და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებული თემებია.

არ არის გამორიცხული დღის წესრიგს სხვა საკითხებიც დაემატოს. სხდომაზე მიწვეულია საბჭოს ყველა წევრი.

„თუ უშიშროების საბჭოს სხდომაა და თუ ცოცხალი ვარ, მე მგონი ქვეყანას ჭირდება გაფრთხილება და ქვეყნის უსაფრთხოება და უშიშროება არის ნომერ პირველი ამოცანა,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის რეზიდენციაში საზეიმო მიღება გაიმართება. ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დაარსების 20 წლისთავს ეძღვნება.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: ხელისუფლებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია დავალებად უნდა მიიღოს
შემდეგი სტატიასკოლებში, სადაც გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია, სწავლა 1-ელი თებერვლიდან განახლდება