დავით უსუფაშვილი: სიების შედგენაში, მგონი, მიიღებს ბიძინა ივანშვილი მონაწილეობას, მაგრამ არა ისე, როგორც 2012 წელს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო სიების დაკომპლექტებაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ შესაძლოა ამ პროცესში მონაწილეობა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც მიიღოს.

“მთავარი ფიგურა, პირი, რომელიც იქნება გადამწყვეტი უფლებამოსილების, იქნება კოალიციის ლიდერი. ამასობაში სიის დაკომპლექტება ნიშნავს კოალიციურ შეთანხმებას. ერთ ადამიანს არც მაშინ, 2012 წელს, დაუკომპლექტებია სია და ვერც ახლა იქნება. იქნება, თუ – არა, ამაში ბიძინა ივანიშვილის, როლი, მგონია, რომ იქნება, მაგრამ არა მგონია, რომ მისი აქტიურობა იქნება თუნდაც რაიმე ახლოს მისატანიც კი, რაც იყო 2012 წელს, როდესაც თავად ხელმძღვანელობდა ამ სისტემას. ირაკლი ღარიბაშივლს რაც შეეხება, ძალიან ბევრი წელი გავატრეთ ერთად, ძალიან მძიმე საქმეში. თუ ხვალ, ზეგ ირაკლი ისევ მოისურვებს რაიმე ტიპის აქტივობას და ჩვენ ერთად აღმოვჩნდებით, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები. თუმცა მე მისი უახლოესი გეგმების შესახებ არაფერი მმსმენია”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: ევროკავშირს გააჩნია ნულოვანი ტონელარნტობა სექსუალური ძალადობის მიმართ
შემდეგი სტატიაპარალიზებული მოძრაობა-თბილისში გზა ჩაინგრა