დავით უსუფაშვილი : სამართალდამცავი ორგანოები უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური პირდაპირი თუ არაპირდაპირი წნეხისგან

პარლამენტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩვენ გვყავს სამართალდამცავი ორგანოების არმია, რომელთა მოვალეობაა დამნაშავის გამოვლენა:

„იმ დღეს და მომენტს ველი, როცა პოლიცია, პროკურატურა და უშიშროების სამსახურები ბუნაგებიდან იმ დამნაშავეებს გამოათრევენ, რომლებიც რაღაცას სჩადიან და ის არანორმალური ვითარება შეწყდება, როდესაც ამის შესახებ ან ინტერნეტში ინკოგნიტო ადამიანების მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებით ვიგებთ, ან ამა თუ იმ ექსპერტების პროგნოზებიდან, ან მათი ვარაუდებიდან, ან მათი მოსაზრებებიდან. ჩვენ სამართალდამცავი ორგანოების არმია გვყავს, რომელთა მოვალეობაა, ამფეთქებელს, დამგეგმავს, რევოლუციის შემოქმედს, იარაღის შემომტანს ხელი ჩაავლონ და იქ ჩააყუდონ, სადაც საჭიროა.

სამართალდამცავები სახელმწიფოს მსახურნი არიან. ამიტომ, ისინი ისეთ უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ, როგორც მათ ახლა ვაყენებთ, ამ დღეებში, ამ კვირებში, როცა პოლიტიკოსები გამოდიან, შეფასებებს აძლევენ, სამართლებრივ შეფასებას აკეთებენ და პროგნოზებს აკეთებენ, საიდან იქნება დარტყმა, ვინ იქნება ამფეთქებელი, ვინ ამრევი. აბა, შინაგან საქმეთა მინისტრო წადი და გამოიძიე – ეს არის არანორმალური ვითარება. სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური, პირდაპირი თუ არაპირდაპირი წნეხისგან და დაკვეთისგან უნდა გავათავისუფლოთ, რომ მათ დანაშაულს ებრძოლონ“, – დასძინა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილს რუმინეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
შემდეგი სტატია„ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა”- GFK-ის ვიცეპრეზიდენტი კონკურენტ მკვლევარ ორგანიზაციებს პასუხობს