დავით უსუფაშვილი: საჭიროებას ვერ ვხედავ, რაიმე სახელმწიფო თანამდებობა დავიკავო

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანამ სტაბილური პოლიტიკური სისტემა ვერ შექმნა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც
მედიის წარმომადგენლები მოქმედი თავმჯდომარის სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ.

“პოლიტიკაში ყოფნის გვირგვინია პარლამენტი, მაგრამ სანამ პარლამენტში მოვხვდებოდი, ოპოზიციიდან პოლიტიკაში აქტიურად ვიყავი ჩართული. ასე რომ, პოლიტიკური აქტიურობა შესაძლებელია თანამდებობების გარეშე. როცა ვთქვი, რომ ოპოზიციურ ველში ვრჩები, ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროებას ვერ ვხედავ, რაიმე სახელმწიფო თანამდებობა დავიკავო. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩემი მზაობა განვაცხადე იმ დიალოგისთვის, რომლის მიზანი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტის გამყარება იქნებოდა და ამ საკითხში სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს”, – პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, დღეს მედიის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრას მართავს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში ორი ფრაქცია ეყოლება
შემდეგი სტატია“ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პარლამენტში იქნება საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა”