დავით უსუფაშვილი – ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს

“ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს”-აღნიშნული განცხადება დავით უსუფაშვილმა გორში, მოძრაობის ოფისის გახსნაზე განაცხადა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გორში, მოძრაობის წევრებთან ერთად გორის რაიონული ორგანიზაციის ოფისი გახსნა.

„დღეს, 2018 წლის პოლიტიკური სეზონი გავხსენით გორში, ოფისის გახსნით, საიდანაც ვიწყებთ აქტიურობას, რომელიც მიმართულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ, სადაც ჩვენ გვიდა რომ საზოგადოებას უფრო უკეთ გავაცნოთ ჩვენი ხედვები. წლის ბოლოს კი პარტიის დაფუძნებასაც ვგეგმათ. ეს არის ჩვენ გეგმა და მიხარა, რომ სწორედ გორიდან ვიწყებთ პოლიტიკურ აქტიურობას. ჩვენ ყველა რეგიონში ჩავალთ და საფუძველს ჩავუყრით, ქვეყნის სწორად შენებას“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი საზპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პირველ რიგში საზოგადოება უნდა გაერკვეს რისთვს და რა საქმის შესასრულებლად სჭირდება ქვეყანას პრეზიდენტი და შემდგომ უნდა გავარკვიოთ თუ ვინ იქნება ამისათვის საუკეთესო ვარიანტი.

„ჩვენ მკაფიოდ ვთქვით რომ ქვეყანას არ სჭირდება „ქართული ოცნების“ ერთგული პრეზიდენტი, რომელიც მეტ სტაგნაციას მოუტანს ქვეყანას.

ჩვენ არ გჭირდება რევანშისტი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას წაიყვანს არეულობსკენ.

ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური მოვალეობა და ეს არის ჩვენი ქეყნის მთავარი საჭიროება“ – აცხადებს დავით უსუფაშვილი

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: როგორ ყეფენ უძაღლო ქვეყანაში – კატები!
შემდეგი სტატიაგახარია: შსს ვერასოდეს ვერ იქნება მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ფართო გამოყენების მომხრე