დავით უსუფაშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწობილი, რომ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება იქნება მალე

ვართ ძალიან ოპტიმისტურად, რომ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება იქნება მალე და იქნება დადებითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა ბერლინში, ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტო ლამერტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ჩვენ თუ გვინდა ოდესმე გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი, უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ევროპული სიკეთეების გათავისება, არამედ ევროპული პრობლემების გადაწყვეტაში ჩვენი წვლილის შეტანაც.

”ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვისმენთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს იმ ნიუანსებთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა დონეზე იხილება. ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმისტური, რომ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იქნება მალე და იქნება დადებითი.

ამასთანავე, ჩვენ ყველა თავს ვიკავებთ რაიმე კონკრეტული თარიღების დასახელებისგან, თუმცა, თქვენ მოისმინეთ სრულიად მკაფიო განწყობა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ყველას გვინდა, ყველას ინტერესშია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია
შემდეგი სტატიადავით დონდუა სოფელ ავლევში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დაამონტაჟებას რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებს