დავით უსუფაშვილი ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს.

“ვუერთდები საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას რუსეთის ფედერაციაში უკანონო პატიმრობაში მყოფი ოფიცრის, უკრაინის რადას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრის ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ.

სოლიდარობას ვუცხადებ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინის მთავრობას, რადას წევრებს და ჩემს კოლეგას, ბატონ ვოლოდიმირ გროისმანს ამ რთულ ვითარებაში.

მართალია, რთულია, გჯეროდეს დღევანდელი რუსეთის სასამართლო სისტემის სამართლიანობის, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტოდ ძლიერი პოზიცია გავლენას იქონიებს ნაჩქარევად დაანონსებულ საბოლოო განაჩენზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცარევიჩმა სმოლენსკის ავიაკატასტროფას ტერორისტული აქტი უწოდა
შემდეგი სტატია”ბესელიას სადაც ახსენებენ, წინ გათახსირებული წერია” – ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაიბარეს