დავით უსუფაშვილი: მე არ მგონია, რომ რამე პრობლემაა “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის”

კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაზე განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილის თქმით, მსგავსი საკითხები არა საჯაროდ, არამედ კოალიციაში უნდა განიხილებოდეს.

“მე არ მგონია, რომ რამე პრობლემაა რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის. არის საკითხები კოალიციური რეჟიმში გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი და მე დარწმუნებული ვარ, კოალიციურ რეჟიმში ყველაფერი მოგვარდება, ის, როგორც ეს დღემდე არაერთხელ მომხდარა და გადაწყვეტილა ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის ან პირის სასარგებლოდ,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს ცხებს მთავრობას”- პრემიერი თავდაცვის მინისტრზე გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება