დავით უსუფაშვილი: კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებაზე არ არის დამოკიდებული

დავით უსუფაშვილი გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გაზეთ საქართველო და მსოფლიოში დაიბეჭდა და სადაც მრეწველების ლიდერი თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კოალიციის ერთიანობა განცხადებებზე არ არის დამოკიდებული.

„კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებაზე არ არის დამოკიდებული, ამას გაცილებით სერიოზული წინაპირობები და საფუძვლები გააჩნია. თოფაძე ბრძანებს, რომ მას ეს ასე არ უთქვამს, ველი, რომ მედიასაშუალება რომელმაც ეს გაავრცელა როგორ გვიმტკიცებს, რომ მან ეს თქვა თუ არ თქვა, სანამ ეს არ გაირკვევა ვერნაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომხსენებელი საქართველოს ეწვევა
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას” ვერ მოუნელებია ის, რომ ქუცნაშვილების ოჯახი ვერ წააქციეს