დავით უსუფაშვილი: ხარვეზი იყო, რომ ადამიანებს ჰქონდათ სხვადასხვა პოლიტიკური წონა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტს საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობის ერთი კვირა დარჩა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხები საარჩევნო კოდექსი და ბიუჯეტი იქნება.

უსუფაშვილის თქმით, პარლამენტში იმსჯელებენ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს შეეხება.

„ამ ცვლილების მიხედვით მაჟორიატრულ ოლქებში საზღვრები შეიცვლება. ეს მოხდება საერთაშორისო ევროპული სტანდარტების მიხედვით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მუნიციპალიტეტების ტერიტორიები გადანაწილდება თანაბრად. აქამდე მთავარი ხარვეზი იყო ის, რომ არ იყო ადამიანების თანასწორობა. აქამდე ხარვეზი იყო, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდათ სხვადასხვა პოლიტიკური წონა. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეიძლებოდა სხვაზე ოცჯერ მეტი გავლენა მოგვეხდინა. ამ სისტემას ჩვენ ახლა ვცვლით და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ საარჩევნო კოდექსს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობამ თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაკანადა და მექსიკა აშშ-ს სანქციებს უწესებენ