დავით უსუფაშვილი: გუშინ, გვიან ღამით მოიწერა თინამ და ეს წერილი მაშინ ვნახე

თინა ხიდაშელის მიერ “რესპუბლიკური პარტიის” დატოვებაზე დავით უსუფაშვილმა “ტვპირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, თინა საჯარო სივრცეში ცნობილი არ იყო როგორც მისი მეუღლე და მას თავისი ადგილი აქვს.

უსუფაშვილის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო რომ თინა ხიდაშელი ამ საკითხზე ფიქრობდა, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ სხვებთან ერთად, “კომპიუტერით შეიტყო”.

“გუშინ, გვიან ღამით მოიწერა თინამ და ეს წერილი მაშინ ვნახე, როცა ეროვნული კომიტეტის სხვა წევრებმაც შეიტყვეს ამის შესახებ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკელების” დატოვების შესახებ პირველად, რამდენიმე დღის წინ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც ცნობილი გახდა, პარტია არჩევნების შემდეგ დატოვა პაატა ზაქარეიშვილმაც.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: კამპანიას მთავარი გზავნილით ვაწარმოებდით, ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო ქალაქი