დავით უსუფაშვილი გიორგი ქადაგიძის ზარს ელოდება

თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა

პარლამენტი მზად არის მოუსმინოს ეროვნული ბანკის ანგარიშს, როდესაც გიორგი ქადაგიძე ამას საჭიროდ ჩათვლის, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქადაგიძესგან ზარს ელოდება.
“რაც შეეხება იმას თუ როდის შედგება პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა, ველოდები მის ზარს ამ თემაზე. ეს შეგიძლია გადაამოწმოთ ბატონ გიორგისთან. მქონდა მასთან საუბარი, ვუთხარი, რომ პარლამენტი მზად იყო მოესმინა ანგარიში ნებისმიერ დღეს როდესაც ის ჩათვლიდა საჭიროდ ამის გაკეთებას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, თავად ქადაგიძის რჩევით არ მოხდა აქამდე ანგარიშის მოსმენა.
“რაც შეეხება იმას თუ რატომ არ შედგა განხილვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მოიძებნა 2 საათი მის ან პარლამენტის გრაფიკში. ჩვენ ერთად, მისი ინიციატივით ანგარიში გავუწიეთ იმ ვითარებას რაც იყო შექმნილი ზოგადად ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეროვნულ ბანკის თაობაზე მიმდინარე პროცესებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ. ეს იყო მისი რჩევა, რაც მე გავითვალისწინე, რადგან მან უკეთ იცის ის პროცესები, რომლებიც ამ მიმართულებით არის. არ იყო სასურველი რაღაც თემების წამოწევა ვიდრე არ დასტაბილურდებოდა ვითარება ამ საკითხებში”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი N851 გაუქმებულია
შემდეგი სტატიაიანუკოვიჩმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა