დავით უსუფაშვილი: დღევანდელ სხდომას აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება, სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება.

სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხის, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის განხილვა მოხდება.

“მე მინდა შეგახსენეოთ ერთი სასიხარული ფაქტი იმის შესახებ, რომ დღევანდელ სხდომას აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული. შეგვიძლია ვიმუშაოთ და ვიმუშაოთ დღესაც, ხვალაც და ზეგაც. წინა პრეცედენტები გახსოვთ დაგვისრულებია ასეთი საკითხის განხილვა შუაღამისას, თუმცა სულ ბოლო სამ საათზე დავასრულეთ, ასე რომ გამოცდილება გვაქვს, თუმცა თუ ყველა რაციონალურად მივუდგებით ამ საკითხს გვიან ღამემდე შეიძლება დავასრულოთ სხდომა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები იმყოფებიან
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სკანდალური განცხადება