დავით უსუფაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას” -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანად დასრულდება პროცესები. საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არ არის. ვითარება სრულად კონტროლდება. ამ წუთის მდგომარეობით, გართულებები მოსალოდნელი არ არის რუსეთის მხრიდან. მთავარია, აღდგეს სტაბილურობა თურქეთში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე მოკლულია
შემდეგი სტატია“თურქეთიდან არ მიგვიღია ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში საფრთხის შემცველია”