დავით უსუფაშვილი: ჩვენ გვინდა სასამართლოც და მედიაც დამოუკიდებელი იყოს

მარტინ შულცისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსთავი 2-ის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„მნიშვნელოვანია, რომ დავა ტელევიზიის ყოფილ თუ მოქმედ მფლობელებს შორის სასამართლოში გადაწყდეს, ეს არის დემოკრატიის დემონსტრირების საუკეთესო გზა, სწორედ ეს ხდება საქართველოში. ფაქტია, რომ რუსთავი 2 მუშაობას განაგრძობს. ისინი აქ იმყოფებიან და თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამას დამოუკიდებელი სასამართლო გააკეთებს. ჩვენ გვინდა სასამართლოც და მედიაც დამოუკიდებელი იყოს,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: სამშობლოში დავბრუნდები პოზიტიური სიგნალით და დამატებითი ენთუზიაზმით
შემდეგი სტატიავარშავამ ამერიკას მოუწოდა პოლონეთში მძიმე ბრონირებული ტექნიკა შემოიყვანოს