დავით უსუფაშვილი: ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა, რომ საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მიაღწია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხაებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეხმაურება. ივანიშვილმა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო პრეზიდენტობაზე ისაუბრა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის განცხადებით ივანიშვილის ნათქვამში მთავარი არა ღარიბაშვილი, არამედ ის ფაქტია, რომ ივანიშვილმა საზოგადოებას საკუთარი საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკი შეახსენა.

„მე არ მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილია რაიმე შუაში აქ. მე მგონია, რომ ამ კითხვა-პასუხის დანიშნულება სხვა რამ იყო. ჩვენ ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა, რომ ერთის მხრივ, 2 წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებია და მეორეს მხრივ, თავად მიაღწია საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს. მოგეხსენებათ ზოგიერთ ქვეყანაში 60 წლამდე ასაკისას კანდიდატად არც კი განიხილავენ. მე მგონი ეს ფაქტები შეგვახსენა მან, დანარჩენი დასკვნები თავად უნდა გავაკეთოთ. ღარიბაშვილი აქ არაფერ შუაშია,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: თუ ეს დანაკლისი შეივსება ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე: გავრცელებული აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია