დავით უსუფაშვილი : ,,არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში აშკარად იგრძნობოდა ფარული ხელი”

“შემაშფოთებელია, როდესაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში აშკარად იგრძნობოდა ფარული ხელი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობას არჩევნების შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიგვეღო გარკვეული პროცესებით. ეს დაუშვებელია,”- ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ტენდენციების გაგრძელება.

“ეს იყო გაგრძელება იმ ტენდენციების, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მრავლად ვნახეთ, შემთხვევით სწორ დროს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, შემთხვევით სწორ დროს აღმოჩენილი იარაღის სამალავები, ასე შემთხვევით სწორად შერჩეული პირველი საუბნო კომისიის ოქმები, რომელიც ვიღაც პარტიისთვის მაქსიმალურ შესაძლო შედეგს აჩვენებს, სხვისთვის მინიმალურს, ეს შემთხვევით ემთხვევა ეგზიტპოლების შედეგებს, რომელმაც უსუსურობა და არაობიექტურობა დაამტკიცეს,”- აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნების შედეგების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის ისურვებდა, რომ საარჩევნო პროცესში ყოფილიყო მეტი ორგანიზებულობა.

“საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში აშკარად შეინიშნებოდა კვალიფიკაციის ნაკლებობა, ხარვეზი უზრუნველყო, განსაკუთრებით შედეგების შეჯამებისას,”- აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები შედგა.

“სასიამოვნოა, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი საშუალება ჰქონდა, ვიდრე წინა საპარლამეტო არჩევნების დროს. საარჩევნო პროცესში სერიოზული ხარვეზები იყო, დანაშულის ნიშნებიც, თუმცა არ არის საფუძველი, რომ ეჭქვეშ დადგეს არჩევნების ლეგიტიმურობა, არჩევნები შედგა,”- აღნიშნა უსუფაშვილმა

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები ცნობილია
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი : მენტალური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სათანადოდ დაცული არაა