დავით უსუფაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი. ჟურნალისტების კითხვაზე, მოიაზრება თუ არა დავით სერგეენკოს, გიორგი კვირიკაშვილის , მამუკა ბახტაძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურები მომავალ მთავრობაში, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ოთხივე დასახელებული ადამიანი დღეს ძალიან წარმატებულია.
“ოთხივე ეს ადამიანი არის ძალიან წარმატებული თავიანთ საქმიანობაში. გიორგი კვირიკაშვილი არის წარმატებული პოლიტიკოსი და ის პოლიტაკში იყო 15 წლის წინათ. დავით სერეგეენკო კი არის წარმატებული მინისტრი და მოგეხსენებათ ჯანდაცვის სისტემაში უპეცედენტო წინსვლა და წარმატება გვაქვს. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, რკინიგზაც ასევე წარმატებული კომპანიაა. მას ძალიან სერიოზული მიღწევები აქვს საერთაშორისო ასპარეზზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა კი სადაც იმოღვაწა, კარგი კვალი დატოვა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

banner
წინა სტატიაში“როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ ის პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა ახალი სისხლი, ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: როდესაც მძიმე გადაწყვეტილების მიღება მიწევს, ივანიშვილთან დამირეკავს და შეხვედრა მითხოვია