დავით უსუფაშვილი: ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრების რაც შეიძლება ნაკლები დარღვევები გვინდა ვიხილოთ

news
: news დეკემბერი 8, 2015 13:09

დავით უსუფაშვილი: ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრების რაც შეიძლება ნაკლები დარღვევები გვინდა ვიხილოთ

ჩვენ გვინდა ვიხილოთ ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრების რაც შეიძლება ნაკლები დარღვევა და პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რუსეთ-თურქეთს შორის სიტუაციის ესკალაციაზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს და საქართველოს პოზიცია ამ თვალსაზრისით ყველასთვის ნათელია და თუმცა არ დაუკონკრეტებია, რაში მდგომარეობს იგი.
“ზოგადად, საგარეო საფრთხეები, სრულიად აშკარაა, რომ გაიზარდა და არ შემცირებულა. ჩვენს უშუალო შემოგარენში ძალიან დაძაბული ვითარებაა. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებით დაძაბა ვითარება. ჩვენ ცხადია, მხარს ვუჭერთ არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვეობას, არამედ ყველა ქვეყნის საზღვრების ურღვეობას. ამასთანავე, ჩვენ გვინდა ვიხილოთ რაც შეიძლება ნაკლები დარღვევები ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრების და პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება, თორემ სხვა შემთხვევაში, ესკალაცია შეიძლება იყოს სერიოზული საფრთხეების შემცველი. საქართველო ამ მიმართულებით იქნება პრინციპული პოზიციის მქონე. ჩვენი საგარეო უწყება, საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს და ჩვენი პოზიცია ყველასთვის ნათელია ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

news
: news დეკემბერი 8, 2015 13:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics