დავით უსუფაშვილი: ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში,მე მზად ვარ საუბრისთვის

დავით უსუფაშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული საუბრისაგან თავს იკავებს, თუმცა ახალი პოლიტიკური გაერთიანების ინიციატორი ხდება. სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კი უსუფაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტიკურ პარტიებთნ საუბარს არ აპირებს და მზადაა ესაუბროს ცალკეულ პერსონებს:

“ნაციონალურ მოძრაობასთან”, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პარტიასთან მე საუბარს არ ვაპირებ. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში, ან მოქალაქეთა კავშირში, ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ სისტემაში ან პოლიტიკურ გუნდში, მე მზად ვარ საუბრისთვის. ოღონდ საუბრისთვის არა იმიტომ, როგორ გავაძლიეროთ ნაციონალური მოძრაობა, არამედ როგორ გავაკეთოთ ის ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: მედია პლურალიზმი და დამოუკიდებელი მედია აშშ-ის მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატია„რესპუბლიკური პარტია“ ნოდარ ებანოიძემაც დატოვა