დავით უსუფაშვილი: 8 წლის შემდეგ ის ტრაგედიაც და ტკივილიც რვაჯერ უფრო მძიმედ აღიქმება

საერთაშორისო საზოგადოება არ არის მზად ადეკვატური პასუხი გასცეს იმას, რაც 8 წლის წინ მოხდა, მაგრამ ქართველი ხალხია ერთმუშტად შეკრული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

მისი თქმით, 8 წლის შემდეგ ომის ტრაგედია და ტკივილიც უფრო მწვავედ აღიქმება, რადგან პასუხი არ არის გაცემული იმ უბედურებაზე რაც მოხდა.

“8 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიიდან. 8 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ყველა ერთად უფრო და უფრო უკეთ ვიაზრებთ იმ გმირობას, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა, სამოქალაქო პირებმა და 8 წლის შემდეგ ის ტრაგედიაც და ის ტკივილიც ალბათ რვაჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არის პასუხი გაცემული იმ უბედურებაზე რაც მოხდა“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს რეგიონში, სადაც ჩვენი მეზობელი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლო ქართული მხარის მტკიცებულებებს გაიზიარებს