დავით ტურაშვილი კლინიკაში რჩება

მწერალი დავით ტურაშვილი კვლავ „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს. ტურაშვილი კლინიკაში გუშინ, კულტურის სამინისტროდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. სამინისტროში მწერლების შეხვედრა კულტურის მინისტრთან და შს მინისტრთან მიმდინარეობდა, რა დროსაც ტურაშვილი შეუძლოდ გახდა. კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გუშინ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მწერლებსა და მთარგმნელებს ხვდებოდა. მოგვიანებით შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც შეუერთდა, სადაც საუბარი პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ შემთხვევაზე გაგრძელდა. მოულოდნელად მწერალი დავით ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი მოსამართლეს – სასამართლომ და პროკურატურამ უნდა ილოცოს, რომ ოთარ აბესაძე კარგად იყოს
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის განათლების და კულტურის მინისტრად მანანა ქვაჩახია დაინიშნა