დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან – ირმა ინაშვილი

„დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან,“ – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა  განაცხადა, თუმცა მისი პარტიის აშშ-ის მომავალი ხელისუფლების ადმინისტრაციასთან არსებულ კავშირებზე უფრო მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

ირმა ინაშვილმა პარტიის საპარლამენტო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პირველი ბრძოლა, რასაც მისი გუნდი გეგმავს, “საარჩევნო კოდექსის” ცვლილება იქნება, რადგან ინაშვილის მტკიცებით, “ეს არ აიყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები”.

პარლამენტამდე პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის და 4 დეპუტატის კვოტას ითხოვს.

„პატრიოტთა ალიანსი იქნება ქართველი ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენი პარტიის 4 დეპუტატი რეალურად არის დეპუტატი, მაგრამ ვერ შედის მახინჯი საარჩევნო კოდექსის გამო. ეს დღევანდელი ვითარება ხელისუფლებას ძალიან დაარტყამს. ეს დისკრიმინაციაა, ეს ჩვენი უფლების შეზღუდვაა და გავასაჩივრებთ სტრასბურგშიც,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სამართლიანობის დაცვისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : “ოცნებას” 35 ათასი ლარი შევწირე, რაც დეკლარირებულია
შემდეგი სტატიახიდაშელი ნარჩემაშვილს: “გაგებაში არ ხარ…მადლიერი ხარ ამ საქმით მილიონებს რომ შოულობს…”