დავით სერგეენკო: შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ტერორიზმის რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტერორიზმის რისკები და საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ამის შესახებ სერგეენკომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

„მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ვიყენებთ იმ რეკომენდაციებს და პროტოკოლებს, რაც აუცილებელია, რომ ასეთ შემთხვევაში იყოს გამოყენებული. მე შელიძლიათ გითხრათ, რომ ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი რისკები,“ – განმარტა დავით სერგეენკომ.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც ესწრება.

banner
წინა სტატიაშიგურიაში პოლიციის რეიდები დაიწყო
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე იმედოვნებს, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ